|
2018-03-22 11:57:45, 627 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პჯდ ცენტრებისათვის 8 ავტომანქანას შეიძენს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება სრულდება 2018 წლის 2 აპრილს. ავტომანქანები იმ ცენტრებს გადაეცემა, რომელთაც სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ავტომანქანები ჯერ არ მიუღიათ. აღნიშნულით დასრულდება რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკის შევსება. უწყებამ 2014-2017 წწ - „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს გადასცა 43 მაღალი გამავლობის ავტომანქანა. ჯანდაცვის ცენტრების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს სოფლის ექიმების მობილობას და გაუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდას. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ჩართულობით იფარება ავტომანქანების შენახვისა და საწვავის ხარჯები, ასევე მძღოლის ხელფასი. პროგრამის ბიუჯეტი შედგენს 200 000 ლარს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)