|
2018-03-21 15:34:21, 865 ნახვა
რეგიონი
„რას ვმატებ საზოგადოებას“ - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე შუახევში
„რას ვმატებ საზოგადოებას“ - ამ გზავნილით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2018 წელს მეცამეტედ აღინიშნება, ხოლო საქართველოში მეშვიდედ. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 800 ახალშობილთან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ დაავადების მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა ღონისძიებებით შეუერთდა. გაიმართა პრეზენტაცია, რაც ემსახურებოდა მოზარდებისთვის დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ცნობიერების ამაღლებას, ნაჩვენები იქნა მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ მომზადებული ვიდეორგოლი. ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დამსწრე საზოგადოებასთან მუნიციპალიტეტის მერის მოადილე ომარ ტაკიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ. ღონისძიების დასასრულს ,, მზის ბავშვებს“ თანადგომა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა გამოუცხადეს და ჭრელი წინდების კამპანიას შეურთდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)