10:43 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 16:15:37, 939 ნახვა

რეგიონი
ტურისტულ პროდუქტად ქცეული ფოლკლორი მერისის ხეობაში

მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ამჯერად, ქედაში მერისის ტურისტული მარშრუტი გააცნო.

ინფოტურის მონაწილეებმა მერისში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლები, ტურისტული ღირსშესანიშნაოები და სერვისები მონახულეს.

ტურის ბოლოს ისინი იმყოფებოდნენ სოფელ გარე ტყეში თურმანიძეების საოჯახო-სასტუმრო სახლში, სადაც ადგილობრივ ფოლკლორს გაეცნენ. თურმანიძეების ოჯახი წლებია ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ღებულობს და მათ ქართულ სიმღერებს ასწავლის. 

„მერისის მარშრუტის მთავარ ტურისტულ პროდუქტად შესაძლებელია ჩაითვალოს ღვინო და ფოლკლორი, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში ასრულებენ.  ხეობაში არსებული ანსამბლები რამოდენიმე წელია იკვლევენ ძველ, ტრადიციულ მივიწყებულ სიმღერებს, აღადგენენ მას და დისკებადაც კი გამოსცემენ.

მერისის ხეობაში შესაძლებელია მოისმინოთ ბევრი უნიკალური აჭარული სიმღერა პირველად. არის ოჯახები, სადაც სამი და ოთხი შთამოვალი მღერის. ოჯახებმა ფოლკლორი ტურისტულ საქმიანობად აქციეს. სტუმრებს საშუალება აქვთ არა მარტო მოისმინონ ფოლკლორი, არამედ მიიღონ ოჯახებში ფოლკლორის გაკვეთილები.  ბატონი ამირან თურმანიძე, 97 წლისაა და უშუალოდ აქტიურად არის ჩართული ტურისტებისთვის ფოლკლორ-გაკვეთილების მომზადების პროცესში. ტურისტები ხეობაში ფოლკლორის შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნებიდან 2 – 3 თვით ჩამოდიან.

გარდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა, მერისი ძალიან ლამაზი ხეობაა. მარშრუტზე შესაძლებელია ნახოთ ჩანჩქერი, საპიკნიკე ტერიტორიები, ვენახები და ულამაზესი მერისი ხეობის ხედები“ განაცხადა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ. 

გასულ წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები 280-მდე გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო. მიმდინარე წელს, სააგენტო მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების გაყიდვების სტიმულირების მიზნით ტურისტული სააგენტოებისთვის სხვადასხვა პროექტებს გეგმავს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics