09:53 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-18 11:20:33, 2404 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები მოსკოვის დროით 8 საათზე გაიხსნა. უკვე ხმა მისცა მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
როგორც მან ჟურნლისტებს განუცხადა,  სჯერა,  შეასრულებს იმ დაპირებებს,  რაც წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს მისცა.


საკუთარი არჩევანი დააფიქსირა  ასევე "კომუნისტური პარტიის" კანდიდატმა პაველ გრუდინინმა. ისიც დარწმუნებულია, რომ არჩევნებში კომუნისტები გაიმარჯვებენ.

ხმის მიცემა დღის ბოლოს შეწყდება.  მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არჩევნებში მეხუთედ  მონაწილეობს.

არჩევნებში სულ 8 კანდიდატი მონაწილეობს: რუსეთის “კომუნისტური პარტიიდან” პაველ გრუდინინი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს” დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, ტელეწამყვანი, “სამოქალაქო ინიციატივის” კანდიდატი ქსენია სობჩაკი, “ზრდის პარტიის” ლიდერი ბორის ტიტოვი, “რუსეთის კომუნისტების” ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი, “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატი” სერგეი ბაბურინი და მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების სამინისტროს ცნობით, სასულიერო პირები საჯარო სკოლებში კლუბებს ხსნიან
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics