11:14 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-16 09:21:38, 252 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს ირანისთვის 300 მილიონი დოლარის გადახდის გეგმები.

„ირანი დათანხმდა, რომ არასდროს ექნება ბირთვული იარაღი! გარდა ამისა, აშშ-ის მიერ ირანისთვის 300 მილიონი დოლარის გადახდის შესახებ ამბავი დემოკრატების მიერ გავრცელებული ყალბი ამბავია!!!“ - წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გულისხმობდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ირანს შეეძლო 300 მილიარდი დოლარის მიღება რეკონსტრუქციისთვის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში.

კერძოდ, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შესთავაზა 300 მილიარდი დოლარის ირანული ფონდის დაფინანსება კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც მზად არიან ინვესტიციების განხორციელება ქვეყანაში და არა მთავრობებისთვის.

წყაროზე დაყრდნობით, Financial Times იუწყება, რომ ირანის ფონდზე წვდომა დამოკიდებული იქნება ახალი შეთანხმების შესრულებაზე. ფონდი განკუთვნილია ქვეყნის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მცდელობების მხარდასაჭერად. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინტერესი აქვთ ევროპის, აზიის, მათ შორის იაპონიისა და სამხრეთ კორეის, ასევე შეერთებული შტატების ბიზნესებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics