|
2017-03-22 12:34:58, 2108 ნახვა
კომენტარი
თბილისის ყოფილი ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება
თბილისის საკრებულოს წევრი მამუკა ახვლედიანი ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელებულ პროექტს - „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”. მამუკა ახვლედიანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მეორედ იკითხება, თუმცა ახვლედიანის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაინტერესდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამ კონკრეტული პროექტით. ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მას წაუყენებენ ბრალს. "ყველაფერი არის მიმართული პოლიტიკური ფიგურების და უალტერნატივო, მთავარი ოპოზიციური ძალის "ევროპული საქართველოს" წინააღმდეგ მიმართული. მე ვახორციელებ ძალიან აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და სწორედ ამიტომ ფინანსთა საგამოძიებო სამსახური ჩემით დაინტერესდა, რომ მოხდეს ზეწოლა ჩემზე და ჩემს პოლიტიკურ მოძრაობაზე", - აღნიშნა ახვლედიანმა. გამოძიება თანხების მითვისების და გადასახადებზე თავის არიდების მუხლებით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი 2009 წელს განხორციელდა, მაშინ როცა თბილისის მერი გიგი უგულავა, ხოლო ვიცი მერი მამუკა ახვლედიანი იყო. პროექტი ითვალისწინებდა დეველოპერული სამშენებლო კომპანიებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვას, რათა ამ ფართეით შემდგომ დაკმაყოფილებულიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდენ ძველი თბილისის არეალში და მათი საცხოვრებელი იყო ავარიული.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)