|
2017-03-22 12:45:54, 2172 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე: „ქართული ოცნება“ ვეტოს მარტივად დაძლევს, სუს-ი კი, ადამიანების დაშანტაჟებას გააგრძელებს
მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და მთელი საზოგადოება მობილიზებულია იმისთვის, რომ ქვეყანაში უკანონო მოსმენები დასრულდეს. მისივე თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“ კვლავ დაჟინებით ცდილობს, შეინარჩუნოს სხვების პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესაძლებლობა და შემდგომ ამით ადამიანებზე ზემოქმედება. „სამწუხაროდ, პრეზიდენტის ვეტო, რომელიც მიმართულია ადამიანების უფლებების დაცვისკენ, უკანონო მოსმენების შეუძლებლობის დაკანონებისკენ, ამ ვეტოს როგორც ჩანს, ქართული ოცნება დაძლევს მარტივად საკუთარი რიცხობრივი უპირატესობის ფონზე და ქვეყანაში მოსმენებს და ადამიანების დაშანტაჟებას კვლავ გააგრძელებს სუსი’’, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ცნობისთვის, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)