|
2017-03-20 14:02:57, 2259 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: სტრუქტურული რეფორმების განხორციელების შემდეგ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება
საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებსა და მათი იმპლემენტაციის ღონისძიებებზე გაამახვილა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა დეპოზიტების დაზღვევის რეფორმაზე, რომლის განხილვაც, მისი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში უკვე მიმდინარე კვირას დაიწყება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთერთ მნიშვნელოვან რეფორმად დაასახელა კერძო და საჯარო პარტნიორობის კანონის მიღება, რომლის შესაბამისადაც, უკვე მომავალი წლიდან ყველა შესაბამისი სტრუქტურა ამოქმედდება. „ჩვენ საპენსიო რეფორმის კანონზე მუშაობას მიმდინარე წელს დავასრულებთ, მომავალი წლიდან კი მუშაობას დაიწყებს ყველა სათანადო სტრუქტურა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება გადახდისუუნარობის კანონზე. „ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს მყარი გადაწყვეტილება, რათა მასზე მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდეს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, „ყველა ამ სტრუქტურული რეფორმის განხორციელების შემდეგ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება“. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)