10:43 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 17:01:03, 1873 ნახვა

კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ცივილურ სამყაროში რუსეთი ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ცივილურ სამყაროში რუსეთი ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, საქართველო რუსეთთან მიმართებაში კონსტრუქციულად და პრინციპულად მოქმედებს.

მინისტრის შეფასებით, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ყველა არსებულ ბერკეტს იყენებს.

„ჩვენ შეიძლება ბევრ თემას დავუკავშიროთ რუსეთის ქმედებები ოკუპირებულ ცხინვალში, მაგრამ არის ერთი ძალიან სამწუხარო რეალობა, ცივილურ სამყაროში რუსეთი ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. ის ახალი პოლიტიკური თუ სამხედრო კონიუქტურა, რომლის ჩამოყალიბებისკენ ისწრაფვის რუსეთის ხელისუფლება ევროპაში, ეს არის საფრთხე და ეს არ არის კარგი. მიუხედავად ამისა, ჩვენ კონსტრუქციულად და პრინციპულად ვმოქმედებთ რუსეთთან მიმართებაში. ჩვენი მიზანია მიუხედავად ყველაფრისა ვიმოქმედოთ იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად გავაჯანსაღოთ რუსეთთან ურთიერთობა და ამავე დროს ხელი შევუწყოთ ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებების ბოლომდე და სრულფასოვან განხორციელებას. ეს არ არის იოლი და ამის ილუზია არ გვაქვს, მაგრამ სხვა ბერკეტი სამწუხაროდ არ დაგვრჩენია. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ პროაქტიული მოქმედებებით კონსოლიდაცია მოვახდინოთ“, - აღნიშნა სახელწმიფო მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics