|
2017-03-17 12:07:50, 2335 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: რუსეთს ეს ქმედება ბუმერანგივით უკან შემოუბრუნდება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან დამატებითი ძალების მობილიზების საკითხს გამოეხმაურა. დოლიძის თქმით, ის, რაც დღეს, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით ხდება, ანექსიის გაგრძელების მცდელობაა. „ბუმერანგივით შემოუბრუნდება ეს რუსეთს უკან, ეს ერთი და მეორე, არანაირი დარაზული კარი, არანაირი სამხედრო აღმშენებლობა, არანაირი მილიტარიზაცია, არანაირი კონტაქტების აკრძალვა ხალხებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით არ და ვერ შეაჩერებს ხალხის სწრაფვას იმისაკენ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა იქნეს ბოლოს და ბოლოს აღდგენილი. მე ამის დიდი იმედი მაქვს. ჩვენ მხოლოდ ტერიტორიის დაბრუნებაზე არ გვაქვს საუბარი, ჩვენ აფხაზები და ოსები უნდა დავიბრუნოთ. დღევანდელი ხელისუფლება ამ კუთხით ყველაფერს აკეთებს“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. შეგახსენებთ, ინტერნეტში ვიდეომასალა ვრცელდება, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის დამატებითი მძიმე სამხედრო ტექნიკა. კერძოდ, საუბარია C-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე, რომლებიც მოსკოვმა აფხაზეთში გაგზავნა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპლექსები სოჭიდან შეიტანეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)