17:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 15:41:51, 2379 ნახვა

ეკონომიკა
ქართული პროდუქცია ტოკიოს საერთაშორისო გამოფენაზე „FOODEX JAPAN 2017” წარდგება

7-10 მარტს, იაპონიაში, ტოკიოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ხელშეწყობით, ქართული კომპანიები ეროვნულ ნაწარმს საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე FOODEX JAPAN 2017 წარადგენენ.

FOODEX JAPAN 2017  ერთ-ერთი მსხვილი და წამყვანი გამოფენაა, რომელსაც 2016 წლის მონაცემების მიხედვით  77,000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო გამოფენაში მონაწილე კომპანიების რაოდენობა აღემატებოდა 3,250-ს.

ამჟამად, გამოფენის ფარგლებში, ქართული სტენდის ქვეშ მონაწილეობას იღებს 11 ქართული კომპანია, კერძოდ:  შპს „არომაპროდუქტი“, შპს „კულა“, შპს „ნატექსი/ნატსჯი“, შპს „ჯეორჯიან პროდაქტ რენესანსი“, შპს „აერ კომპანი“,  “მეღვინეობა ხარება”, “კორპორაცია ქინძმარაული”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ბესინი“, „ვაზიანი კპმპანი“ და „შუხმანის ღვინოები“.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას. 2017 წელს „FOODEX JAPAN 2017”-ში ქართული პროდუქციის წარდგენა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ერთობლივი  ორგანიზებითა და თანადაფინანსებით ხორციელდება.

"აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობა ხელს უწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით",-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics