01:06 - 28 Jun, 2026
|
2017-01-12 08:41:34, 936 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის სიძესთან ერთად დაჭრილია მისი მეგობარიც
თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, პრეზიდენტის სიძესთან ერთად მისი მეგობარიც დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს ექიმები არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური გუშინ საღამოს ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. მას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)