22:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 18:31:49, 1110 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. მატროსოვის ციხესთან გიგი უგულავას ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან

ე.წ. მატროსოვის ციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ოჯახის წევრები  იმყოფებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგი  კაპანაძის  განცხადებით,  გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებას, სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც მოჰყვება.

მისივე თქმით, ის ეთანხმება ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც უგულავას საპატიმროდან გათავისუფელბა ბიძინა ივანიშვილის და  ხელისუფლების გადაწყვეტილებაა.

ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, გიგი უგულავა რუსი ოლიგარქის რეჟიმის შეწყვეტას შეძლებს და მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლა პარტიისთვის საკმაოდ მნიშნელოვანია.

როგორც გიგა ბოკერიამ ე.წ მატროსოვის ციხესტან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში დემოკრატიული რეჟიმის შესაქმნელად გიგი უგულავას ციხიდან განოსვლა აუცილებელი წინაპირობაა.

„პირველ რიგში მინდა ოჯახის წევრებს მივულოცო, ასევე ყველა მეგობარს და საღად მოაზროვნე ადამიანს. გიგი უსამართლოდ იჯდა ციხეში,  მაგრამ მისი გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. უგულავას გამოსვლის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება“,- განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს  გიგი უგულავას პატიმრობის ვადა გაუნახევრა. უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება შესაძლოა, დღესვე დატოვოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics