|
2016-12-16 12:22:28, 2353 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა: აშშ რუსი ჰაკერების წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიმართავს
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ვაშინგტონი იმ რუსი ჰაკერების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობდნენ, საპასუხო ზომებს მიმართავს, - ამის შესახებ BBC იუწყება. "ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მთავრობა ცდილობს ჩვენი არჩევნების პატიოსნებაზე ზეგავლენის მოხდენას, ჩვენ ზომებს უნდა მივმართოთ", - განაცხადა ბარაკ ობამამ. როგორც ობამამ აღნიშნა, აშშ მიმართავს მისი თვალსაზრისით შესაბამის ზომებს. "ზოგიერთი მათგანი იქნება აშკარა და მათ შესახებ ცნობილი გახდება. ზოგიერთი - არა", - აღნიშნა ობამამ. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხეს, რომ ჰაკერული ოპერაციის უკან უშუალოდ ვლადიმერ პუტინი დგას. მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს კიბერთავდასხმა განხორციელდა დემოკრატიული პარტიის სერვერებზე და ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯონ პოდესტას ელექტრონულ ფოსტაზე. მოპარული მიმოწერა ვებგვერდ "ვიკილიქსზე" გამოქვეყნდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)