|
2016-12-13 17:52:33, 3148 ნახვა
მსოფლიო
ტილერსონი, რომელსაც „პუტინის მეგობრად“ მოიხსენიებენ, ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე უმსხვილესი ნავთობკომპანია ExxonMobil-ის ხელმძღვანელი რექს ტილერსონი წარადგინა, - ამის შესახებ დონალდ ტრამპის შტაბის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში წერია, ტილერსონმა, დონალდ ტრამპის ჩანაფიქრით, რეგიონში სტაბილურობა უნდა გაამყაროს და ყურადღება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე გაამახვილოს. "მისი შეუპოვრობა, ფართო გამოცდილება და გეოპოლიტიკის სიღრმისეული გაგება მას აძლევს პრივილეგიას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე იყოს დანიშნული“, - ნათქვამია ტრამპის გუნდის განცხადებაში. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდედობაზე წარდგენილ რექს ტილერსონს „პუტინის მეგობრად“ მოიხსენიებენ. 2013 წელს ტილერსონი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. შეგახსენებთ, კანდიდატურა, რომელიც დონალდ ტრამპა წარადგინა, აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. ანალიტიკოსების ვარაუდით, ტილერსონის რუსეთთან მეგობრული და ახლო ურთიერთობის გამო, შესაძლოა, სენატორების ნაწილმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)