11:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 09:37:02, 1005 ნახვა

სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, ნარსულში ნასამართლევი, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში მცხოვრები ალექსანდრე კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 8,7369 გრ 21 აბი და 1 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,1747 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

დაკავებულის ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ალექსანდრე კ. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics