13:26 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-17 11:28:20, 268 ნახვა

სამართალი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ

სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებული გიორგი მარუქაშვილის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

როგორც ადვოკატმა სუს-ში ბრალის წარდგენამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მარუქაშვილი მანამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა დაკავებას არ ელოდებოდა.

„გუშინ დააკავეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და სხვა ადამიანები. ამ ეტაპზე პოზიცია არ ვიცი, რადგან ბრალი წარდგენილი არ აქვს. საქმის მასალები არის 40 ტომი. შესაბამისად, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება მასალების გაცნობას და პოზიციის ჩამოყალიბებას. ახლა შევდივართ, ბრალის წარდგენის პროცედურა იწყება და რომ გამოვალ, უფრო მეტს მოგახსენებთ. ამ ეტაპზე ის ვიცი, რომ დაკავებულია. გუშინ შევხვდი, გავესაუბრე.

გამოკითხვებზე დადიოდა, გამოკითხული იყო. ადვოკატის გარეშე იყო მისული, იმდენად არ ელოდებოდა ამ ყველაფერს, რადგან აბსოლუტურად არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. ადვოკატის გარეშე, გულწრფელად მივიდა და მისცა ინფორმაცია, რასაც საქმესთან დაკავშირებით ფლობდა", - განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.

 „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთი პირს, ანზორ ჯამალაშვილს ბრალი წარედგინა. როგორც ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა სუს-ში ბრალის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ანზორ ჯამალაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

„ბრალი წარედგინა 3 მუხლით. ერთი არის თაღლითობა, მეორე ფულის გათეთრება და მესამე ყალბი ანგარიშსწორების ბარათის გამოყენება. ფაქტობრივად, მას ედავებიან, რომ შენ არც პირდაპირი კავშირი გქონდაო, არც შენი კომპანიები იყოო, მაგრამ დანარჩენი კომპანიები არის შენიო იმიტომ, რომ ფორმალური ხელმძღვანელები ჰყავდა მათო. ეს ადამიანი ამბობს, რომ არანაირი შეხება ამ კომპანიებთან არ მქონდაო გარდა იმისა, რომ ჩემი კუთვნილი ტრაილერები და სატვირთო მანქანები ემსახურებოდნენ მათ მიერ ჯართის გადატანასო. ბრალს არ აღიარებს. დუმილის უფლებას იყენებს", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

სუს-მა რკინგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. აქედან ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება და მათზე გამოცხადდება ძებნა. 

ბრალდებულებს ედავებიან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობას, დანაშაულის ჩადენაში დახმარებას, ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო დუკუმენტის დამზადება-გამოყენებას, ყალბი ოფიიალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას, ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

სუს-ის ცნობით, საქმე ეხება საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ფორმით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics