|
2016-03-04 14:56:24, 1066 ნახვა
ეკონომიკა
ფარმაცევტულმა კომპანიებმა „მაიკროსოფტის“ ლიცენზიები შეიძინეს
ფარმაცევტულ კომპანიებსა და მაიკროსოფტ საქართველოს შორის, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ფარმაცევტული კომპანიების (ავერსი, პე ეს პე და ჯიპისი) მიერ მაიკროსოფტის ლიცენზიების შეძენეს ითვალისწინებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ავერსის“ დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განაცხადა, ფარმაცევტულ კოპმპანიებსა და „მაიკროსოფტს“ შორის თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას დიდ სარგებელს მოუტანს. „აღნიშნული დოკუმენტი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ მომხმარებელს თანამედროვე, ლიცენზირებული, უახლესი პროგრამების საშუალებით მოვემსახუროთ და ამით მომსახურების ხარისხი გავაუმჯობესოთ. დიდი მადლობა კომპანია მაიკროსოფტს, რადგან ამ საქმეში საკმაოდ დიდი შრომა ჩადეს. მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი ხელშეკრულებით გავაფორმეთ", - განაცხადა ირაკლი ფურცელაძემ. ფარმაცევტული დარგი ერთი-ერთი წამყვანი და განვითარებული სფეროა საქართველოში, მუდმივად ნერგავს ტექნოლოგიურ და სამომხმარებლო სიახლეებს და მომსახურების ხარისხის საუკეთესო მაჩვენებლები აქვს. აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს წამყვან სააფთიაქო ქსელებში - ავერსი, პე ეს პე და ჯიპისი ლიცენზირებული პროგრამების დანერგვას, კიდევ უფრო გაზრდის დარგის ეფექტიანობას და დაეხმარება კომპანიებს ახალი შესაძლებლობების გამოვლენაში. მაიკროსოფთან ურთიერთობის დამყარების და ხელშეკრულების გაფორმების მხარდამჭერი და ხელის შემწყობი SLS (Software Licensing Service ) წარმომადგენლობაა. პრესკონფერენციას „მაიკროსოფთ საქართველოს“ გენერალური დირექტორი: ნიკოლოზ დობორჯგინიძე, „ავერსის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, „პე ეს პე“ აფთიაქის დირექტორი: კახაბერ ფანჩულიძე, „ჯიპისის“ ფინანსური დირექტორი, ვახტანგ დოლიძე და SLS (Software Licensing Service) გენერალური დირექტორი გუგა ტერელაძე დაესწრნენ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)