2024-11-18 00:34:57, 603 ნახვა
მსოფლიო
საფრანეთი და დიდი ბრიტანეთი ნებას რთავს უკრაინას, მათი წარმოების იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენონ
საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებული შტატების მიყოლებით, უკრაინას ნება დართეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მათი წარმოების იარაღი გამოიყენონ. - ამის შესახებ გაზეთი Le Figaro იტყობინება.
„ფრანგებმა და ბრიტანელებმა ნება დართეს უკრაინას შეტევა მიიტანონ მათ მიერ წარმოებული იარაღით ღრმად, რუსეთის ტერიტორიაზე მათი შორის SCALP/Storm Shadow რაკეტებით“, - ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა უკრაინას ვაშინგტონიდან მიღებული შორი მოქმედების იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმის აკრძალვა. - ამის შესახებ, ამერიკული მედია იტყობინება. The New York Times-ის (NYT) თანამოსაუბრეების თქმით, საუბარია ATACMS ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტებზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან