2024-11-13 16:38:11, 392 ნახვა
მსოფლიო
მედია - ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქების შედეგად რუსული ფლოტის უფროსი ოფიცერი დაიღუპა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში, აფეთქების შედეგად, რუსული ფლოტის უფროსი ოფიცერი ვალერი ტრანკოვსკი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
მედიის ცნობით, ოფიცერი იმ მანქანაში იმყოფებოდა, რომლის ქვეშაც ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო მოთავსებული.
"აფეთქება ტარას შევჩენკოს ქუჩაზე მოხდა. მანქანის მძღოლი, რუსული არმიის მოსამსახურე, სასწრაფო დახმარების მისვლისთანავე გარდაიცვალა",- განაცხადა ქალაქის მერმა, მიხაილ რაზვოჟაევმა.
როგორც მედია წერს, ტრანკოვსკი სარაკეტო კატარღების 41-ე ბრიგადის შტაბს ხელმძღვანელობდა. ქვედანაყოფი მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ ომში, სადაც ბრიგადის ხომალდები "კალიბრისა" და "მალაქიტის" კლასის რაკეტებით ბომბავენ უკრაინის ტერიტორიას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,