|
2016-02-25 18:19:14, 711 ნახვა
ეკონომიკა
კახა კალაძე: „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომ საქართველო ბუნებრივი აირით სრულად იყოს უზრუნველყოფილი
"გაზპრომთან" შეთანხმება მიღწეული არ არის და მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება. რუსეთი საქართველოს საკუთარ პირობებს უყენებს და ფულად ანაზღაურებას ჰპირდება. რუსულ კომპანიასთან დიალოგის თემა სომხეთისთვის გაზის ტრანსპორტირების გადასახადის საკითხია. აღნიშნულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მინიტრმა კახა კალაძემ ის პირობები განმარტა, რაზეც ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. „მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უზრუნველყოფილი იყოს ბუნებრივი აირით სრულად და ასევე ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს, იმ შემთხვევაში რა საჭიროება და მოთხოვნაც იქნება ბაზარზე შეგვეძლოს ბუნებრივი აირის ყიდვა“, - განაცხადა კახა კალაძე. შეგახსენებთ, ამ დრომდე არსებული შეთანხმებით საქართველო რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული გაზის 10%-ს იღებდა, რაც გაცილებით მეტია იმ ფულად თანხაზე, რასაც რუსეთი დღესდღეობით საქართველოს ახალი შეთანხმების ფარგლებში სთავაზობს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)