2024-08-12 15:12:00, 481 ნახვა
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის ცხედარი იპოვეს
მეხანძრე-მაშველებმა დაკარგული მთამსვლელის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით, 3 800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე ნახეს.
"სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,