|
2024-06-25 12:46:49, 311 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ რიგით 22-ე იდეათეკა სოფელ ქედაში გაიხსნა
"საქართველოს ბანკი" განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონის 22 სკოლის 12 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეზე. "საქართველოს ბანკის" იდეათეკაში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაში განთავსებული 2000-ზე მეტი წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით, იდეათეკაში მოწყობილი STEM კუთხით, სადაც ეცნობიან მომავლის პროფესიების საფუძვლებსა და STEM მეცნიერების ბაზისებს. ინიციატივის ფარგლებში, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომის გასაზრდელად რიგით 22-ე იდეათეკა ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში გაიხსნა და 500-მდე მოსწავლისთვის შექმნა სწავლის, შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობა. „საქართველოს ბანკში" კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა და გვჯერა, რომ სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს. ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა "საქართველოს ბანკის" იდეათეკებია, რომელიც საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სკოლებში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას ისახავს მიზნად, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, ყოველდღიურად შეიმეცნონ რაღაც ახალი და შეიქმნან ბაზისი მომავალი კარიერული თუ პიროვნული განვითარებისთვის. ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს 10 რეგიონში უკვე ფუნქციონირებს 22 იდეათეკა, რომელიც 12 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკის" იდეათეკები ფუნქციონირებს ხურვალეთში, დიცში, თბილისში, ფოთში, პანკისში, ზემო ნიქოზში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ჯვარში, ჩოხატაურში, ნაბეღლავში, ერისიმედში, ლამბალოში, უდაბნოში, საბათლოში, ზუგდიდში, შინდისში, მუხრანში, ბოლნისში, ახალციხესა და ქედაში.
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)