|
2023-06-24 00:42:41, 1247 ნახვა
მსოფლიო
ФСБ -მ შეიარაღებული აჯანყების წაქეზების ფაქტზე საქმე აღძრა, რუსეთის რეგიონებში პოლიცია და გვარდია მზადყოფნაშია
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების წაქეზების ფაქტზე. ამის შესახებ TASS და RIA Novosti ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის (NAC) დაყრდნობით იუწყებიან. რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა მოითხოვა, რომ პრიგოჟინმა შეწყვიტოს უკანონო ქმედებები. შეიარაღებული ამბოხის მოწყობა, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 12-დან 20 წლამდე. ამასთან, რამდენიმე მედიასაშუალება და ანონიმური tg-არხი ერთდროულად წერს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში „ჯარისა და პოლიციის საბრძოლო განგაშის“ შესახებ. - გამოცემა 161.ru წერს, რომ როსტოვის პოლიციამ "ყაზარმული" გეგმა გამოაცხადა, პერსონალს ეცნობა სრულ მზადყოფნაში ყოფნის აუცილებლობის შესახებ. მედია ასევე აჩვენებს აღჭურვილობას დონის როსტოვის ქუჩებში — „მოსკოვის უშიშროების ძალები ასევე არაოფიციალურად არიან მოყვანილი მზადყოფნაში, პრიგოჟინის განცხადების შემდეგ, „ყველას უნდა დაუკავშირდეს, არსად არ წახვიდეთ“, - აცხადებენ ASTRA-ს წყაროები. ტელეკომპანია "დოჟდის" ინფორმაციით, საუბარია „ჯარის საბრძოლო მზადყოფნაზე“. კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ევგენი პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ როსტოვში ჩავიდა "ვაგნერიტებზე" დარტყმისთვის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას "საინფორმაციო პროვოკაცია" უწოდა.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)