|
2023-06-15 15:57:26, 1059 ნახვა
მსოფლიო
რუსული მედია - რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები 10 სექტემბერს დანიშნა
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები დანიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TACC-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, „ოთხ ახალ სუბიექტში“ ე.წ. მუნიციპალური არჩევნები 10 სექტემბერს გაიმართება. როგორც რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ განაცხადა, ცესკომ კონსულტაციები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან ჩაატარა, რის შედეგადაც ე.წ. არჩვენების ჩატარების დასტური მიიღო. TACC-ის ცნობითვე, ე.წ. არჩვენების ჩატარების გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღეს მიიღეს და ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გადაეგზავნება შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 30 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ამასთან, 2023 წლის 29 მაისს, პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რეგიონებში, სადაც საომარი მდგომარეობა მოქმედებს, არჩევნებისა და რეფერენდუმების ჩატარების საშუალებას იძლევა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)