05:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 15:57:42, 1244 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მწერალმა, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა ახალი სარჩელი შეიტანა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მწერალმა, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა ახალი სარჩელი შეიტანა. 

ელიზაბეთ ჯინ კეროლი, რომელმაც მანამდე ტრამპს სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების საქმეზე დავა მოუგო, აცხადებს, რომ სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ექსპრეზიდენტმა მას დამამცირებლად მიმართა.

მწერალი ტრამპისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი დოლარის დაკისრებას ითხოვს.

ცნობისთვის, 9 მაისს აშშ-ის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალისტის და მწერლის, ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო და მისთვის 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ტრამპმა სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics