06:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 09:27:10, 1061 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

საფრანგეთის სენატმა, პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის შემდეგ, დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.

კულებას თქმით, ასეთი დანაშაული არასოდეს არ უნდა განმეორდეს.

„მადლობელი ვარ ფრანგი სენატორების ამ ისტორიული კენჭისყრისთვის, რომელიც აღადგენს სამართლიანობას და პატივს სცემს მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას. ასეთი დანაშაული არასოდეს არ უნდა განმეორდეს და არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს",- წერს კულება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (ეროვნულმა ასამბლეამ) ჰოლოდომორი უკრაინის ხალხის გენოციდად აღიარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics