09:53 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 10:15:32, 1492 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა - ეს ჩვენი მიზანია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის მიუხედავად, უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა და რუსეთი ოლიგარქებისა და ოფიციალური პირების ხარჯზე ზარალს აანაზღაურებს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომლის მთავარი თემაც უკრაინის აღდგენა იყო. 

„უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს სრული მარცხის დასტური. რუსი ჩინოვნიკები, ოლიგარქები გამდიდრდნენ მაშინ, როცა მათი სახელმწიფო ტერორისტად იქცა. რუსული აქტივები აგრესიის შემდგომი ზარალის გამოსასწორებლად უნდა იყოს მიმართული“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
განათლების სამინისტროს ცნობით, სასულიერო პირები საჯარო სკოლებში კლუბებს ხსნიან
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics