15:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 11:06:08, 3006 ნახვა

ომი უკრაინაში
ხერსონის ე.წ ადმინისტრაცია - არ ვგეგმავთ დამოუკიდებელ რესპუბლიკად ყოფნას, გვსურს რუსეთის სუბიექტი ვიყოთ

ხერსონის ოლქი არ გეგმავს ცალკე დამოუკიდებელი რესპუბლიკა იყოს, მიზანია გახდეს რუსეთის რეგიონი,- აღნიშნულის შესახებ რუსულ სამთავრობო მედიას, რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო „ადმინისტრაციის“ უფროსის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა განუცხადა.

სტრემუსოვის თქმით, რეგიონი არ იჩქარებს თვითგამორკვევის რეფერენდუმის ჩატარებას, ვინაიდან ყველა შედეგს დასავლური ქვეყნები მაინც არ აღიარებენ.

„ჩვენ არ ვგეგმავთ ვიყოთ ცალკე დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ჩვენი მთავარი ამოცანაა ვიყოთ სუბიექტი რუსეთის ფედერაციის ფარგლებში“, - განაცხადა სტრემუსოვმა.

მისი თქმით, ჯერ სრულად უნდა ჩამოაყალიბდეს მშვიდობიანი ცხოვრება, ძალაუფლების მთელი ვერტიკალი, მიღწეული იქნას გარკვეულ სტაბილურობა, მოწესრიგდეს სოციალური და ეკონომიკური სექტორი და გაეშვას შრომის ბაზარი.

„რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაცია ჩვენი გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ. რუსეთის კანონმდებლობის ყველა სტანდარტზე გადასვლის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას რეფერენდუმის და ჩვენი სამომავლო სტატუსის შესახებ“, - დასძინა სტრემუსოვმა.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics