11:44 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 14:16:10, 1911 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ომბუდსმენი - ოკუპანტებმა 347 სამედიცინო დაწესებულება უკვე გაანადგურეს, საიდანაც 36 ვერ აღდგება

რუსი სამხედროები მიზანმიმართულად ანადგურებენ უკრაინის სამედიცინო ინფრასტრუქტურას და დაბომბვის დროს უმიზნებენ სასწრაფო სამედიცინო მანქანებს. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა .

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან ოკუპანტებმა უკვე გაანადგურეს 347 სამედიცინო დაწესებულება, რომელთაგან 36 ვერ აღდგება.

ლუგანსკის ოლქში ყველა სამედიცინო დაწესებულება და საავადმყოფო დაზიანდა ან განადგურდა. სამედიცინო დაწესებულებების ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანის სიცოცხლეს ოკუპირებულ ქალაქებში.

„ჯანმო-მ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად განადგურდა, მათ დაადასტურეს 162 თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებებზე და პერსონალზე, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 73 ადამიანი“, - თქვა დენისოვამ.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტები არ აძლევდნენ უფლებას ჯანმო-ს წევრებს ჩასულიყვნენ მარიუპოლში და სხვა კრიტიკულ რაიონებში სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის.

როგორც UNIAN იტყობინება, 1 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ უკრაინის  სამედიცინო სისტემა სამხედრო რელსებზე გადავიდა  , რათა უკრაინელებს მედიკამენტების ნაკლებობა და ფასების ზრდა არ დაზარალდეთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics