|
2022-02-23 13:55:48, 548 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის რადამ რუს დეპუტატებსა და უსაფრთხოების საბჭოს წევრებს სანქციები დაუწესა
უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და უშიშრეოების საბჭოს წევრებს, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების გამო, სანქციები დაუწესა. როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 322-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგ წავიდა, 22-მა კი, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ამასთანავე, გამოცემის ცნობით, სანქცირებულ პირთა სიაში სულ 351 ადამიანია, მათ შორის, ალექსანდრე ბოროდაი, ნიკოლაი ვალუევი, გენადი ზიუგანოვი, პეტერ ტოლსტოი, მოჭადრაკე ანატოლი კარპოვი და მოციგურავე ირინა როდნინა. სანქციები მოიცავს: აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაიების შეზღუდვას, უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვას სრულად ან ნაწილობრივ, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ან შეჩერებას. გარდა ამისა, სანქციები მოიცავსუცხო სახელმწიფოს რეზიდენტებისა და იმ პირებიზ პრივატიზაციაში, სახელმწიფო ქონების იჯარაში მონაწილეობის აკრძალვას, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებენ უცხო სახელმწიფოს რეზიდენტები ან მოქმედებენ მათი ინტერესებიდან. ასევე, უკრაინის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის აკრძალვას, ელექტრონული და საკომუნიკაციო სერვისების მიწოდებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით სარგებლობის შეზღუდვას ან შეწყვეტას. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსეთმა დასავლეთისგან სანქციების პირველი ეტაპი უკვე მიიღო. მოსკოვს სანქციები დაუწესა აშშ-მა და ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ასევე კანადამ, იაპონიამ და ავსტრალიამ, გერმანიამ კი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ლიცენზია შეაჩერა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)