|
2022-02-22 15:33:35, 619 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერის გადაწყვეტილებით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ლიცენზია შეუჩერდა
გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეაჩეროს რუსული „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი. აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცის თქმით, მან ეკონომიკის სამინისტროს მარეგულირებელთან დაკავშირება დაავალა. „დღეს მე ვთხოვე ეკონომიკის ფედერალურ სამინისტროს, გაეტანა ფედერალური ქსელის სააგენტოდან ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ანგარიში“, - განაცხადა კანცლერმა. შოლცმა აღნიშნა, რომ ეს არის „აუცილებელი ნაბიჯი, რათა გაზსადენის სერფიგიცირება ახლა ვერ განხორციელდეს“. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სრულად შეჩერების აუცილებლობა გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული მოთხოვნით რუსეთის დუმამ ვლადიმერ პუტინს 15 თებერვალს მიმართა. „მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)