|
2022-02-21 22:52:54, 863 ნახვა
მსოფლიო
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ რუსეთს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე „მორატორიუმს“ არ დაპირებია
თეთრ სახლში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინფორმაციას, თითქოს აშშ-მა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე „მორატორიუმი“ შესაძლებლად მიიჩნია, უარყოფენ. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, აშშ-ს არ შეცვლია ხედვები ნატო-ს წევრობასა და ალიანსის გაფართოვების პოლიტიკაზე და ჯო ბაიდენს, ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ არანაირი გარანტია ან ვალდებულება არ მიუცია. „არ მომხდარა რაიმე პოზიციის ცვლილება აშშ-ს ხედვაში უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაარწუნა, რომ უკრაინის NATO-ში მიღებას ჯერ არ აპირებენ, და მოსალოდნელია, „მორატორიუმიც".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)