23:48 - 27 Jun, 2026
|
2022-02-20 15:09:31, 904 ნახვა
მსოფლიო
„ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბლოკის“ მდივანი - ორგანიზაცია მზადაა დონბასში „სამშვიდობოები“ გაგზავნოს
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, სტანისლავ ზასის განცხადებით, ორგანიზაცია მზადაა, დონბასში „სამშვიდობოები“ გაგზავნოს, თუკი უკრაინას ეს ენდომება და საერთაშორისო კონსესუსი იქნება მიღწეული. მისივე თქმით, ორგანიზაციას, რომლის წევრებიც არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი, იმდენი რაოდენობის „სამშვიდობოების“ გაგზავნა შეუძლია, რამდენიც საჭირო გახდება. „ჰიპოთეტურად ასეთი რამის წარმოდგენა შესაძლებელია, თუ უკრაინის მხრიდან კეთილი ნება იქნება, ეს ხომ მისი ტერიტორიაა, თუ იქნება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მანდატი და თუ ასეთ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ყველა ჩვენი მთავრობა. თეორიულად ეს შესაძლებელია ასეთი გზით, და არანაირი სხვა გზით“, - განაცხადა სტანისლავ ზასმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)