|
2022-02-20 13:04:16, 944 ნახვა
მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უკრაინაში მძიმე შეიარაღების გამოყენებასა და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას გმობს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი განცხადებას აქვეყნებს, რომ ევროკავშირი გმობს მძიმე შეიარაღების გამოყენებასა და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას. მისივე თქმით, ეს აღნიშნული მინსკის შეთანხმებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას წარმოადგენს. ჯოზეფ ბორელი რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ზრდის მიუხედავად, უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას მიესალმება. „ევროკავშირი გმობს მძიმე შეიარაღების გამოყენებასა და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას, რაც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას. ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ ინსცენირებული მოვლენები, როგორც ეს ახლახან აღინიშნა, შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაძლო სამხედრო ესკალაციის საბაბად. ევროკავშირი, ასევე, მოწმეა ინფორმაციის მანიპულირების მცდელობების გააქტიურებისა, რათა გაამართლონ მიზნები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)