|
2021-12-21 10:36:25, 689 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დავით კაჭარავას შეხვდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეს დავით კაჭარავას შეხვდა. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას რეგიონალური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი გაიოზ მონიავა, აჭარის არ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ბათუმისა და ჩაქვის სარაგბო კლუბების დირექტორები, გელა ქობულაძე და ირაკლი დავითაძე ესწრებოდნენ. ამასთანავე, შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ახალი რაგბის სტადიონის მშენებლობაზე, რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე, რაგბში სპორტული შეკრებებისა და ღონისძიებების ხელშეწყობაზე. მომავალ წელს, სოფელ ფურტიოში ახალი რაგბის სტადიონის და საზაფხულო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკის მშენებლობა იწყება, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში უმასპინძლებს ბავშვებს, როგორც საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. სამუშაო შევედრის შემდეგ, სტუმრებმა შუახევის მერთან ერთად, დაათვალიერეს სოფელ ფურტიოში სარაგბო ლოკაცია, სადაც შემდეგში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)