|
2021-12-08 16:39:10, 1165 ნახვა
რეგიონი
კასპში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
კასპში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მოადგილე დავით ქისიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს აჩიკო გიგოლაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ასფალტის ფენის დაგებამდე ქუჩაზე შეიცვალა სასმელი წყლის გაყვანილობა, ჩატრადა მოსამზადებელი სამუშაოები - მოეწყო გზის საფუძველი და სანიაღვრეები. ამასთან, ქუჩაზე პარალელურად, საფეხმავლოების მოასფალტება მიმდინარეობს. ქუჩის რეაბილიტაციის ღირებულება 169 831 ლარია და რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჯორჯიაშვილის ქუჩა მოასფალტებული არასოდეს ყოფილა. სამუშაოების მიმდინარეობით მოსახლეობა კმაყოფილია, ვინაიდან გადაადგილების პრობლემა არსებობდა. პროექტის განხორციელების შემდეგ მოსახლეობა და ტრანსპორტი კეთილმოწყობილი ქუჩით ისარგებლებენ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)