|
2021-12-04 10:04:19, 984 ნახვა
რეგიონი
სოფელ ნახიდურში შშმ და სსსმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრი გაიხსნა
ააიპ „საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლებისა და განვითარების ასოციაციისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის შედეგად, სოფელ ნახიდურში შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრი გაიხსნა. - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონია სიმბოლურად 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გაიმართა. ცენტრი მიზნად ისახავს შშმ და სსსმ პირებისთვის შექმნას ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო, სადაც ბენეფიციარებს ინდივიდუალური საჭირო მოთხოვნებიდან გამომდინარე, აკადემიური სწავლების გარდა, ფიზიკური უნარების განმავითარებელი გაკვეთილებიც ჩაუტარდებათ. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე, მერიის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი ლელა კვირიკაშვილი, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ბოლნისის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)