10:44 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 11:45:25, 1052 ნახვა

რეგიონი
ქალაქ კასპის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები ეწყობა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.

უწყების ცნობით, ამჯერად, ქალაქ კასპში, კოსტავას ქუჩაზე წყალმომარაგება-წყალარინების,  ხოლო ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხისა და ქავთარაძის ქუჩებზე წყლის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

„აღნიშნულ ქუჩებზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა  ამორტიზებულია, კოსტავას ქუჩას კი წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა არ გააჩნია.

პროექტი ითვალისწინებს წყალარინების სრულიად ახალი სისტემის მოწყობას, დამატებით მოეწობა საკანალიზაციო ჭები. წყალმომარაგების ძველი, ამორტიზებული მილები შეიცვლება ახლით.

სამუშაოების დასრულება 2022 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.“- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics