|
2021-11-30 13:36:46, 1167 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის, ძვლის ტვინისა და გულის ტრანსპლანტაციას აფინანსებს
მერაბ თებიძე და ლია წულიკუძე ქედის მუნიციპალიტეტის პირველ მაისში ცხოვრობენ. მიმდინარე წლის დასწყისში მერაბს მოულოდნელად განუვითარდა ღვიძლის უკმარისბა, 29 დღიანი რენიმაციული მკურნალობის შემდეგ მას ექიმებმა ღვიძლის ტრანსპლანტაცია შესთავაზეს, პაციენტი დათანმხდა, დონორობაზე სურვილი საკუთარმა მეუღლე გამოთქვა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 2016 წლიდან აფინანსებს. საწყის ეტაპზე ზღვრული თანხა 10 000 ლარს შეადგენდა. თანხა ყოველწლიურად იზრდება და ამჟამად ერთი პაციენტისათვის გათვალისწინებულია 80 000-დან 100 000 ლარამდე. დღემდე სამინისტროს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 30 პაციენტის ღვიძლის ტრანსპლანტაცია. "გარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციისა სამინისტრო აფინანსებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას ყველა ასაკის პაციენტისათვის, როგორც საქართველოს სამედიცინო დაწესებულეებში, ისე უცხოეთში. ვახტან თავბერიძე ერთ-ერთ პირველთაგანია, რომელსაც სამინისტრომ 2019 წელს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დაუფინანსა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ბატონი ვახტანგი საკონტროლო კვლევებზე კლინიკას უკვე იშვიათად აკითხავს და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. დადის სამსახურში, კითხულობს ლექციებს", – ვკითხულობთ ინფორმაციაში. „დღემდე ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დაუფინანსდა 25 მოქალაქეს. სიახლეა აღნიშნული მიმარლებით მომავალი წლიდან გაიზრდება ძვლის ტვინი ალოგენური ტრანსპლანტაციის დაფინანსება -160 000 ლარამდე და დაიწყება ძვლის ტვინი ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსება - 1800 ლარით,“- აცხადებს მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე. მიმდინარე წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო გულის ტრანპლანტაციის დაფინანსება, თითოეულ პაციენტზე 200 000 ლარით. დაფინასებით უკვე ისარგებლა ორმა პაციენტმა, პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)