|
2021-11-22 17:35:48, 1069 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის მერიის პრესსამსსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, პანდემიის მართვის საკითხები, როგორიცაა აცრების წახალისება, მოსახლეობის ინფორმირება, აღნიშნულ პროცესებში მუნიციპალიტეტების ჩართულობა. ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტების მომავალი წლის ბიუჯეტების დაგეგმვისას აქცენტირებულ ძირითად მიმართულებებზე. ამასთანავე, შეხვედრას ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე და მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)