|
2021-10-11 20:18:39, 735 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - ჩვენი მოსახლეობა არაფერს არ აკეთებს, რომ გარდაცვალების შემთხვევები შემცირდეს
საქართველოში სიკვიდილობა შევამცირეთ 30-მდე, რაც ჩვენთვის მაინც ბევრია. ჩვენ, რომ გვქონდეს ვაქცინაციის ის დონე, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ამერიკას, ისრაელს და აზიის განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენთან სიკვდილობა დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტომა, თენგიზ ცერვაძემ განაცხადა. მისი თქმით, კოვიდი კიდევ კარგახანს დარჩება, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი "თუ ჩვენ ასეთი აბსურდის თეატრი გავაგრძელეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, თან საუკეთესო ვაქცინები, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ვაქცინაციის ცენტრები, ავტობუსები, ბინაზე ვაქცინის შეთავაზება და ამ პირობებში თუ მხოლოდ 7-8 ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, ლაპარაკი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე. როგორ ჩანს, კოვიდი კიდევ კარგახანს დარჩება, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი. გულისტკივილით და შურით ვუყურებ იმ ქვეყნებს, რომლებმაც მოახერხეს მოსახლეობის 2/3-ზე მეტის სრული ვაქცინირება, ხოლო ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ისრაელმა. საქართველოში სიკვიდილობა შევამცირეთ 30-მდე, რაც ჩვენთვის მაინც ბევრია. ჩვენ, რომ გვქონდეს ვაქცინაციის ის დონე, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ამერიკას, ისრაელს და აზიის განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენთან სიკვდილობა დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა. ვაქცინაციის დაწყების წინ საქართველოს უმეტეს ქვეყნებზე დაბალი სიკვდილობა ჰქონდა. მას შემდეგ რაც სხვა ქვეყნებმა მიაღწიეს სრულ ვაქცინირებას, ხოლო საქართველოში 20%-ია ვაქცინირება... ერთ მხრივ, თითქოს მოსახლეობა შეწუხებულია იმით, რომ ვერ ხერხდება გარდაცვალების კიდევ უფრო დაბალ რიცხვზე დაყვანა, მეორე მხრივ ჩვენი მოსახლეობა არაფერს არ აკეთებს, რომ გარდაცვალების შემთხვევები შემცირდეს ათჯერ თუ არა, სულ ცოტა ხუთჯერ. მოსახლეობის ხელშია ეს მექანიზმი, ლაპარაკია ვაქცინაციაზე. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეში 30-40 ათასი ვაქცინაცია იყოს."
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)