11:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-11 01:26:01, 641 ნახვა

საზოგადოება
გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაუშვეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

მთავრობის განკარგულებით, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის სასახლეზე და ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics