13:14 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-21 10:42:51, 493 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ

ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამხედრო ექიმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები ამჯერად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, სამხედრო ექიმებმა სოფელ აგარაში მცხოვრები მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს.

„მასობრივი იმუნიზაციის პროცესის მხარდაჭერისა და ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ იმ მოქალაქეების აცრას, რომლებიც არსებული ვაქცინაციის პუნქტებით სარგებლობას ვერ ახერხებენ“. - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics