10:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 22:22:59, 567 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის.

ამის შესახებ თენგის ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელს ვაქცინა აქვთ, თუმცა საქართველოზე 10-ჯერ მეტი ინფიცირების შემთხვევბი აქვთ.

„ისრაელში, რომელმაც პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა მოსახლეობის, ყველაზე სარწმუნო მონაცემებით, ისრაელში ბოლო ერთი კვირაა, ახალი შემთხვევების რაოდენობა 4 000-ზე ქვემოთ არ ჩამოდის.

ისრაელი ჩვენზე სულ ორჯერ დიდია, ჩვენ 4 მილიონი ვართ, იქ 9, ჩვენ გვაქვს 300 შემთხვევა, ხან 100, ხან 200.

ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ცერცვაძე ეჭვქვეშ აყენებს ვაქცინის ეფექტურობას – არა!

მე ეჭვქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არაა და არ უნდა იყოს განხილული, როგორც ერთადერთი საშუალება და სხვა ეპიდზედამხედველობის ზომები უნდა გაგრძელდეს, სანამ ვაქცინის პარალელურად გამოგონებული ეფექტური ანტივირუსი მედიკამენტი არ იქნება გამოგონებული.

მე ვიტყვი და ვინც უნდა შემომედავოს – ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტი ალბათ უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის.

ცუდი რამე ვთქვი და ათასი ვინმე შემომედავება, მაგრამ მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი შემთხვევები აქვთ ახალი.

არ უნდა დავაკნინოთ ჩვენი ყველაფერი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics