|
2021-03-02 13:00:00, 496 ნახვა
კომენტარი
გამყრელიძე ტიკარაძესთან დაპირისპირებაზე - დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის, ეს გახლავთ კორონავირუსი
არავითარი დაპირისპირება ქალბატონ ეკასთან არ მაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. „დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის. ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი, რომელსაც ვებრძვი ერთი წელი და ერთი თვეა. ხან მე ვჯაბნი, ხან ის. ვნახოთ, საბოლოოდ როგორ დასრულდება ეს დაპირისპირება. არავითარი დაპირისპირება ქალბატონ ეკასთან არ მაქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხზე დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას. თუ სადმე განიხილებოდა ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება, არ ვიცი. გუშინდელ შეხვედრაზე განიხილებოდა მხოლოდ ვაქცინის და ეპიდსიტუაციის საკითხი. თუ ძალიან გინდათ რომ გადავდგე, თუ გყავთ ვინმე კანდიდატი დამისახელეთ და კი ბატონო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)