|
2021-03-01 14:20:34, 439 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მუნიციპალური მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების მუშაობა განახლდა
თბილისის მერიისმულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულებიდღეიდან მკითხველისთვის და დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. მუნიციპალური ბიბლიოთეკები და მედიათეკები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, სრული დატვირთვით იმუშავებენ. ვარკეთილისა და ნაძალადევის მედიათეკები იმუშავებს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11:00-დან 19:00 საათამდე. მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის მედიათეკა, მე-9 (ჭავჭავაძის გამზ. N24) და 25-ე (ლილოს დასახლება) ბიბლიოთეკა მომხმარებლის მიღებას დროებით ვერ შეძლებს. თბილისის მუზეუმების გაერთიანება დამთვალიერებლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიიღებს ყოველდღე, 10:00-დან 18:30 საათამდე. - ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი (თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17); - გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი - (თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4); - კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი - (თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. N2); - ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი (თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10); - მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი - (თბილისი, მიხეილ ზანდუკელის ქ. N1); - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი - (თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქ. N22); - ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი - (თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N83/23).
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)