00:13 - 23 Jul, 2026
|
2021-03-01 11:39:08, 382 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა დასახლებებში 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
1-ლი მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, საბავშვო ბაღების მუშაობა განახლდა. სააღმზრდელო პროცესი აღდგა, ხონსა და სენაკში, დევნილთა დასახლებებში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც, რომლებსაც გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარდა ამისა, 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება დევნილთა დასახლებების მიმდებარე ტერიტორიაზე ფოთში, სენაკში, ზუგდიდში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქარელსა და მარნეულში. დამატებით, ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ზუგდიდში. გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტს, ლტოლვილთა დანიის საბჭო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)