|
2021-02-28 17:53:50, 666 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - ერთმანეთი კი არ უნდა გვძულდეს, არამედ უნდა გვიყვარდეს
კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანებს ერთმანეთი კი არუნდა სძულდეთ, არამედ უნდა უყვარდეთ. მისივე თქმით, ქვეყანაში ოპოზიციის არსებობა ჯანსაღი მოვლენაა და განსხვავებული აზრის მიუხედავად ადამიანებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ. „ჩემი ოცნებაა სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება, რომელიც როგორც ჩანს ადვილი მისაღწევი არ არის. თუ ისტორიას გადავხედავთ დავინახავთ რის ფასად დაუჯდა ამერიკას სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება. თუ ეს ჯანმრთელი პროცესები იქნება და არ იქნება სიძულვილზე დამყარებული, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ ერთმანეთი არ უნდა გვძულდეს, ჩვენ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო განვითარდება, რადგან ოპოზიციის არსებობა ქვეყანაში ჯანმრთელი მოვლენაა“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)