|
2021-02-10 12:45:07, 606 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კვლავ ამოქმედდა
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დედაქალაქის განსაზღვრულ არეალებში დღეიდან ისევ ამოქმედდა და ავტომფლობელებს საათობრივი საფასურის გადახდა უწინდებურად მოუწევთ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის პარალელურად, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება იმ ადგილებში, სადაც აღნიშნული პარკირების სისტემა პანდემიამდეც ფუნქციონირებდა. „თქვენ იცით, რომ ჩვენ დროებით შეჩერებული გვქონდა გადასახადი და ადამიანებს არ უწევდათ საათობრივი საფასურის გადახდა, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული გვქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა, პარალელურად, ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი. თქვენ იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას ჯერ სრულად არ მოუცავს დედაქალაქი, თუმცა გვაქვს კონკრეტული სივრცეები, ადგილები, მაგალითად, ორბელიანის მოედანი, ბარათაშვილის ქუჩა, კოტე აფხაზის ქუჩა, აბანოთუბანი, პეკინის გამზირი, მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეული ნაწილით, ასევე, ვაკის რაიონი, სადაც მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)